png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 11:53
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა

სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედ კოლეგას, ანდერს იგემანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციისა და დნმ-ის ბანკის შექმნა, ასევე, ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ორი ქვეყნის შს მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
როგორც ანდერს იგემანმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოს შს სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას. „თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერია.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულ მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან საქართველოს უკვე აქვს დადებული ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. უახლოეს მომავალში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, შვედეთთანაც განიხილება.
ამასთან, როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შს სამინისტრო სტოკჰოლმში პოლიციის ატაშეს წარგზავნას გეგმავს. „იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენმა უწყებამ პოლიციის ატაშეები წარგზავნა, ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია ფიქსირდება. შედეგი ყველასთვის აშკარაა. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ნებისმიერ დონეზე, რათა მოვახდინოთ დანაშაულის არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ - პრევენცია. ყველაზე ეფექტური გზა ამისთვის ინფორმაციის გაცვლა და საპოლიციო თანამშრომლობაა“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და შვედ კოლეგას პირისპირ შეხვდა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge