png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საბავშვო ბაღების გადამზადებულ ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 18:30
საბავშვო ბაღების გადამზადებულ ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საბავშვო ბაღების 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდა. პირველ ეტაპზე, ტრენინგი ბაგა-ბაღების მოქმედმა ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.

გადამზადებულ სპეციალისტებს დღეს სერტიფიკატები და  ამავე ტრენინგის ფარგლებში გამოცემული გზამკვლევები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ესწრებოდნენ.

როგორც თემურ თორდინავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტრენინგი ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნასა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.  მან ბაღში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სააგენტოს ინიციატივით, აღნიშნული შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულია.

„ახალ ადმინისტრაციას დახვდა ის რეალობა, რომ ფსიქოლოგის შტატი ბაღების მხოლოდ 58%-ს ჰქონდა, ხოლოლოგოპედის - 46%-ს. აღმოვაჩინეთ ასევე,  რომ მშობლებისუმრავლესობამიმართავსსწორედისეთბაღებს,  სადაცარიანდასაქმებულებიფსიქოლოგებიდალოგოპედები, ესკიგადატვირთულიჯგუფებისკიდევუფრომეტდატვირთვასიწვევს,   განსაკუთრებითიმრაიონებში,   სადაცადგილებისუკმარისობისადაჯგუფებისგადატვირთულობისმწვავეპრობლემაა.აღნიშნულიმიზეზისგამო, მშობლებსბავშვებიერთირაიონიდანმეორეში დაჰყავთ.სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მომზადდა პროექტი და თბილისის უკლებლივ ყველა საბავშვო ბაღს გამოცდილი, კვალიფიციური და გადამზადებული  ფსიქოლოგი და ლოგოპედი ეყოლება. ამ პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა გზამკვლევები, რომლის მიხედვითაც ამ პროფესიის ადამიანები ბაგა-ბაღებში თავიანთ საქმიანობას წარმართავენ. ჩვენი გეგმის თანახმად, მალე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღს შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული შტატი ყველა მათგანში უკვე დაშვებულია. ვაკანტურ ადგილებზე მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევაც. დღეის მდგომარეობით, თბილისისმასშტაბით, 162 ბაღიდან 112-ს ჰყავსფსიქოლოგიდა 80-ს -ლოგოპედი“, - აღნიშნა თემურ თორდინავამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ყველა საბავშვო ბაღს ამ პროფესიის სპეციალისტები ეყოლება, გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყება.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, ბაღის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის, ფსიქოლოგების ხელფასმა 15%–ით,   ლოგოპედებისამ კი  10%–ით მოიმატა. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროექტი თბილისის მერიის, საკრებულოს და სააგენტოს ჰარმონიული თანამშრომლობის მაგალითია.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები.

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge