png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია თიბისი გალერეაში

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 12:50
 გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეამ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის" პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც ავტორმა  მკითხველს თავად წარუდგინა.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიაა, რომელიც  არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერაა დაწერილი.

ავტორი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა,  გვიზიარებს პროფესიონალის გამოცდილებას, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის.

„ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარია 1992-2003 წლამდე პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე  საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაშინ დგინდებოდა საქართველოს დასავლური კურსი. თუმცა, ამ პერიოდის გარდა, წიგნში „იჭრებიან"  ეპიზოდები ბავშვობიდან, ახალგაზრდობის წლებიდან და მომავლიდანაც კი.  ეპილოგი მთლიანად ჩემს მეუღლეს ეძღვნება",- განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეზენტაციაზე.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხულს" ავტორის გარდა უამრავი პერსონაჟი ჰყავს. მათი ნაწილი პრეზენტაციას დაესწრო და აუდიტორიას საკუთარი ისტორიები გააცნო.

თიბისი გალერეაში მისულმა სტუმრებმა გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინეს.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge