png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამხედრო ინსტრუქტორების ტრენინგი დასრულდა

  • თავდაცვა
  • 11.05.2016
  • 13:55
სამხედრო ინსტრუქტორების ტრენინგი დასრულდა

ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი მიესალმა. მან ყურადღება გაამახვილა პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში მხარდაჭერაზე, გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების შეთავაზებაზე.

გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ მსმენელებს კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს; ტრენერებმა სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოავლინეს ხუთი წარმატებული ინსტრუქტორი, რომელთაგან ოთხს სამხედრო მონეტები, ხოლო ერთს - სამხედრო გერბი გადასცეს.

ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ (BMATT) ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი კვირა ბრიტანელების მხრიდან მეთოდოლოგიისა და ტექნიკის გაცნობას დაეთმო, მეორე კვირას ყურადღება საბრძოლო უნარ-ჩვევების დაუფლება-გაღრმავებაზე გამახვილდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოები და მეცადინეობა შესთავაზეს. სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
კურსი სამხედრო ინსტრუქტორებისთვის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ ტრენერები ხელმძღვანელობდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge