png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ეკა არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის" - გიორგი აბაშიშვილი

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 13:58
"ეკა არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის" - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეკატერინე მიშველაძე, 2016 წლის 11 მაისიდან, საქართველოსპრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პირველი პირისპრესსპიკერი, მედიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.

„მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქალბატონი ეკა მიშველაძე, რომელსაც ჩემი წარდგენა დიდად არ სჭირდება.დღეიდან ქალბატონი ეკა დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად, ადამიანად, რომელსაც მედიასთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა ექნება.

ქალბატონ ეკას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იგი არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის, პრეზიდენტის გუნდისა და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

თავის მხრივ, ახალდანიშნულმა პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა დაადმინისტრაციას ნდობისათვის და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველა თანამშრომელს ასეთი ნდობისთვის. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია.

ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს ვინც მედიაში მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ მე დიდი ხანი ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, თუმცა ახლა, გარკვეულ ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი თანამშრომლობა.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისეთივე მჭიდრო, ისეთივე კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება,როგორც გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ახალი გეგმები, რასაც უახლოეს დღეებში თქვენთან შეხვედრაზე აუცილებლად დეტალურად მოგახსენებთ. მანამდე კი, იმედი მაქვს, რომ ვიქნებით მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში, და ყველა წარმატებულად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge