png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თურქეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა

  • საზოგადოება
  • 07.10.2015
  • 12:23
  თურქეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა

თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია. 22 წლის განმავლობაში ეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელსაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს, შეფიქ ვურალ ალთაის შეხვდა.

შეხვედრები გაიმართა ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობასთან, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელების გეგმა დაისახა აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობასთან.

ქ. ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა ქ. საქარიას გუბერნატორს, საქარიის უნივერსიტეტის რექტორს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ქ. ქოჯაელი/იზმითის მერს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ქ. სტამბოლის ქართალის რაიონის მერს. გაიმართა შეხვედრები ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს ესტუმრა, სადაც აფხაზეთის ომის 22-ე, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული გამოფენები: „დევნილები ფოტოკამერაში“ და „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ“. ამასთან ერთად, საელჩოს ორგანიზებით მოეწყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო ინსტალაცია.

ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური თუ ადგილობრივი ტელევიზიებისა და პრესის მეშვეობით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge