png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს მთავარი პროკურორი კოლუმბიის ოლქის პროკურორს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 13.05.2016
  • 17:17
საქართველოს მთავარი პროკურორი კოლუმბიის ოლქის პროკურორს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  კოლუმბიის ოლქის პროკურორს ჩენინგ ფილიფსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობებზე ისაუბრეს.  ჩენინგ ფილიფსმა საქართველოს მთავარ პროკურორს კოლუმბიის ოლქის პროკურატურის სტრუქტურა, მოწმისა და დაზარალებულის  და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კოლუმბიის ოლქის პროკურორს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული,  მიმდინარე და დაგეგმილი  რეფორმები გააცნო, ასევე პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე ესაუბრა.  საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს  დახმარებით საქართველოში კოლუმბიის ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები  ჩამოვლენ და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის თანამშრომლების გადამზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე კოლუმბიის ოლქის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მონაწილეობით მოეწყობა სემინარები.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი გააღრმავონ თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ, რომელსაც მთავარ პროკურორთან ერთად  მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი წარმოადგენენ, შეხვედრები გამართა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან  ჯეიმს კომეისთან,  აშშ-ს პროკურორთა აღმასრულებელი ოფისის დირექტორთან მონტი ვილკინსონთან, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან და კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლე რასელ ფ.ქანანთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge