png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივნის მოადგილეს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 13.05.2016
  • 17:21
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივნის მოადგილეს შეხვდა

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან, არქიეპისკოპოს მონსინიორ ანტუან კამილერისთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რომის პაპის  სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გახშირებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. 

მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს თანადგომისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ვატიკანი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

მონსინიორ ანტუან კამილერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

ვატიკანის წარმომადგენელთან შეხვედრამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქმიანი სადილი გამართა წმინდა საყდართანაკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან.  შეხვედრაზე, რომელიც მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, მიმოხილული იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული წარმატებები, ასევე, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობები, ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, სამომავლო პერსპექტივები და მოლოდინები. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge