png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დაშავებული ქართველი მებრძოლები „ძლიერთა თამაშებიდან“ გამარჯვებულები დაბრუნდნენ

  • საზოგადოება
  • 15.05.2016
  • 10:17
დაშავებული ქართველი მებრძოლები „ძლიერთა თამაშებიდან“ გამარჯვებულები დაბრუნდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ (Invictus Games 2016) გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებაში - „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ძლიერთა თამაშების“ გამარჯვებულებისთვის სპონსორებისგან, კომპანიებისგან - JAGUAR-ი და LAND ROVER-ი, დამატებით დაწესებული იყო სპეციალური ჯილდო. პრიზები ინდივიდუალურად ორ-ორი ათლეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, „ძლიერთა თამაშების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ვიქტორია გოსლინგმა და კომპანიების წარმომადგენლებმა დაუშვეს გამონაკლისი და LAND ROVER-ის ჯილდო: The Land Rover Above and Beyond Award საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროში კი „ძლიერთა თამაშების“ პრიზიორებისთვის მიღება გაიმართა. მედალოსან სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანიდან მიულოცა. თინათინ ხიდაშელი ქალაქ გაბალაში თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება.

ბესარიონ ღუდუშაური, რომან აბაშიძე, ტრისტან ჩიტიძე, დავით დავლაშერიძე, ოთარ დოიჯაშვილი, ენვერ გიგლემიანი, პაატა ჯიბუტი, ხვიჩა ყალიჩავა, თეიმურაზ ლიპარტელიანი, მანუჩარ ნაყიშაშვილი, ტარიელ თევზაძე, გულადი თოდუა, გიგა ზივზივაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სპორტის სხვადასხვა სახეოებებში ასპარეზობდნენ. ესენია: მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი, სამხედრო ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, მინისტრის მრჩეველი ექიმი შერი მიშელი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მიქაბაძე, გუნდის სპორტული ხელმძღვანელი მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე და მჯდომარე ფრენბურთის გუნდის ბრიტანელი მწვრთნელი რიჩარდ ოსბორნი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge