png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

15-16 ოქტომბერს თბილისში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 07.10.2015
  • 13:14
15-16 ოქტომბერს თბილისში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 15 ოქტომბერს 10.00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე:

  • „აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“;
  • „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება“;
  • „ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა“;
  • „ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით ვაჭრობა საზღვრების გარეშე“;
  • „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“;

 

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები - თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B) და ა.შ. ფორუმის მსვლელობის დროს მედიის წარმომადგენლებისთვის იმუშავებს პრესრუმი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge