png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ეგვიპტეს ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 16:29
 საქართველოს ეგვიპტეს ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება

18 მაისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ტურიზმის ასოციაციისა და სასტუმროების ასოციაციის პირველი პირები, დიპლომატები და 13 წამყვანი ტურისტული  კომპანია ეწვევა.

ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო  კრონ პალასში 18 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც წარუძღვებიან საქართველოში ეგვიპტეს ელჩი ტარეკ მაატი, ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახმედ შოკრი, ეგვიპტეს სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი ახმედ აიოუბი, ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენლები ალი გონაიმი და ადელ ელხაგარი, ასევე პრაღაში ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმარების განყოფილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხამედ დესუკი.

დელეგაციის წევრები მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ ეგვიპტეს ტურისტული ბაზრის მდგომარეობასა და ამ სფეროს ინიციატივებს. ასევე წარმოადგენენ ეგვიპტეს კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეგვიპტეს 13 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები კი  დაამყარებენ კავშირს ქართველ კოლეგებთან. ამ მიზნით სპეციალური შეხვედრა კრონ პალასში იმავე დღეს მოგვიანებით გაიმართება.

ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რიცხვი წელიწადში 25 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა, ეს სფერო განაგრძობს განვითარებას და ამ დროისთვის ყოველი მე-11 ადამიანი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ეგვიპტეს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ  სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი  ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება.

სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70 % ნაწილდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო ეგვიპტურ ტურისტულ შესაძლებლობებს, ეგვიპტეს ტურისმის სამინისტრო და ტუროპეტარორები ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის იმედით მზად არიან  ქართველ ტურისტებს მაღალი დონის ახალი მიმზიდველი პაკეტები შესთავაზონ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეგვიპტეს საქართველოდან 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. ყველაზე პოპულარული თვეებია სამოგზაუროდ დეკემბერი, იანვარი და მარტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge