png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა ამოქმედდა

  • საზოგადოება
  • 17.05.2016
  • 15:56
 სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა ამოქმედდა

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინტეგრირებული საზღვრის მართვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს ”სადახლოს” სატვირთო მანქანების შემოწმებისთვის განკუთვნილი 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების სკანერი გადაეცა.

აღნიშნული სკანერის შეძენა-გადაცემის პროექტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიაში, საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვაa.

გამშვებ პუნქტ ”სადახლოზე” სკანერის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძებას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი თაბუაშვილმა ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვაში ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წვლილის შესახებ ისაუბრა.

”დღეს ”სადახლოზე” ე.წ. სარენდგენო სკანერი დამონტაჟდა, რომელიც სატვრითო ავტომობილების სკანირებისთვის გამოიყენება და საბაჟო სამსახურის ეფექტურობის გაზრდას უზრუნველყოფს. იქედან გამომდინარე, რომ ხდება ძალიან მოკლე დროში და დიდი საიმედოობით სატრანსპორტო საშუალებების სკანირება და სახელმწიფოს ეკონომიკური საზღვრების დაცვა”, - განაცხადა თაბუაშვილმა და დასძინა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით მომავალშიც გაგრძელდება.

 როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საზღვრის მართვის რეფორმების განხორციელების გზაზე.

”ევროკავშირმა სრულიად აღიარა ეს წარმატება მაშინ, როდესაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, ხელი შევუწყოთ მიმდინარე რეფორმას, მათ შორის, ისეთ სპეციფიკურ საკითხებში, როგორიცაა საზღვრის მონიტორინგი”, - განაცხადა ჰერმანმა.

როგორც შომბი შარპმა განაცხადა, საზღვრის მართვა არა მარტო სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური განვითარების საგანია.

”ღია და ამავდროულად დაცული საზღვარი ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ადმიანების მიმოსვლას, ეკონომიკურ ზრდას და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას”, - განაცხადა შომბი შარპმა.

 ცერემონიის შემდეგ სტუმრები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მათ ასევე დაათვალიერეს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადმოეცა. მათ საშუალება მიეცათ თვალყური ედევნებინათ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის პროცედურისთვისაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge