png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა

  • საზოგადოება
  • 19.05.2016
  • 16:40
დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა

წყნეთში დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. გაგრის ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსს საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში, ძველი დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა ახლით. განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.

„კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა გაგრის ქუჩის მე-5 კორპუსს, რომელიც ავარიული და სრულიად ამორტიზებული იყო; ამ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს; ასევე, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საკანალიზაციო სამუშაოების 85% ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, 15% - დევნილთა სამინისტრომ; გამაგრებითი სამუშაოების 90% გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის სამუშაოები 75 მისამართზე მიმდინარეობს. 20 მისამართზე იცვლება საკანალიზაციო სისტემა, რეაბილიტაცია უტარდება 25 ლიფტს და 17 სახურავს, გამაგრებითი სამუშაოები 5 მისამართზე, წყალსაწრეტი მილების შეცვლა და ნაპრალების ამოვსება კი 8 ობიექტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge