png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

  • საზოგადოება
  • 19.05.2016
  • 17:05
საქართველოს სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე ქალბატონ კატალინა დევანდას აგილარს. მოწვევის მიზანია შშმ პირთა მიმართ უფლებადარღვევების ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოწვევის წერილში საუბარია ქვეყანაში  შშმ  პირების წინაშე არსებულ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სახელმწიფოს სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების არაეფქტრურობა, შშმ პირთა აღრიცხვიანობის შესაბამისი სისტემის არარსებობა, შშმ პირთა სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, დასაქმებისა და შემოსავლების წყაროს მოძიების მწირი შესაძლებლობები; არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, ჯანდაცვაზე, განათლებასა და ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ პირთა მიმართ.

საქართველოში ჩამოსვლა სპეციალურ მომხსენებელს საშუალებას მისცემს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებული მდგომარეობის და კონკრეტული ინსტიტუციური, სამართლებრივი, სასამართლო თუ ადმინისტრაციული სიტუაციის ზოგადი შეფასება მოახდინოს. ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყანაში მოქმედ გაეროს სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით გამოქვეყნდება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ქვეყნის მასშტაბით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge