png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

  • ეკონომიკა
  • 20.05.2016
  • 14:47
ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

პროგრამის ‘“გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგი უკვე სახეზეა - ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები  საქართველოში ჩამოვიდნენ და 20 მაისს შეხვედრა ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში განახორციელებენ რომანტიული ტრილერის “Machine” გადაღებებს და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების,  არამედ  ფილმის სრული მოცულობით გადაღება მოხდება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად მოექცევა ქალაქები ბათუმი და მესტია.

„ჩვენ გვქონდა გასვლითი საპრომოციო აქტივობები როგორც ამერიკის, ასევე ინდოეთის ბაზარზე. ამის შედეგია, რომ უკვე სამი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა კინომწარმოებლებთან საქართველოში ფილმის გადაღებებზე, მათ შორის არიან ცნობილი ინდოელი პროდიუსერებიც, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს მინისტრთან. ისინი საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან ფილმს იღებენ  საქართველოში. გადაღებები იქნება ძირითადად რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იხარჯება საქართველოში“- განაცხადა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი. შესაბამისად, აღნიშნულ ინდური ფილმის გადაღებებს მოყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული პროდუქციები. გარდა ამისა,  სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებაზე.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge