png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სებ-ი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნას ყვარლის ფულის მუზეუმიდან იწყებს

  • საზოგადოება
  • 20.05.2016
  • 15:24
სებ-ი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნას ყვარლის ფულის მუზეუმიდან იწყებს

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას და გაიღრმავეს ცოდნა ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოსა და ატრიბუტის შესახებ. ასევე გაეცნენ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებს, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი მუზეუმში.

დღესვე ფულის მუზეუმში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ქARTული ფული", რომელიც დამთვალიერებელს საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, მიმოქცევიდან ამოღებულ და მოქმედ ფულად ნიშნებთან ერთად, სტუმრებს განადგურებული ფულისგან დამზადებული ლარის სიმბოლოს კონსტრუქციის და შესაბამისი ფოტომასალის ნახვა შეეძლოთ, რომელიც მიზნად ისახავს განადგურებული ფულის ხელოვნებაში გაცოცხლებას. აღსანიშნავია, რომ ამ ორიგინალური იდეის ავტორები ეროვნული ბანკის თანამშრომელები არიან.

  "ეროვნული ბანკი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნას  და სპეციალურად ამ ღონისძიების კვირეულის ფარგლებში, ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და საკმაოდ საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. ვფიქრობთ, სიმბოლურია რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნა სწორედ ფულის მუზეუმიდან დაიწყო, ვინაიდან, ის ერთადერთია საქართველში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობთ ამ მხრივ დღევანდელი დღე ჩვენი სტუმრებისთვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იქნება", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი კიდევ ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26 მაისს რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართული ფულის გამოფენა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge