png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ელიტ ელექტრონიქსი 20 წლისაა!

  • ეკონომიკა
  • 20.05.2016
  • 16:45
ელიტ ელექტრონიქსი 20 წლისაა!

"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია, რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.

წელს კომპანია ოქროს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსი“ 20 წლის გახდა.

კომპანია საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში იმოქმედებს წარმოუდგენელი აქცია, ყოველი მე-20 მომხმარებელი შენაძენს უფასოდ წაიღებს. ასევე დაბადების დღესთან დაკავშირებითთვის ბოლომდე მომხმარებელი მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს ექსკლუზიურ ბრენდებზე როგორიცაა: ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი! აღნიშნული აქცია ძალაშია 21 მაისიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.

მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. მათ შორისაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი რომელიც „ელიტ ელექტრონქსში“ ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ასევე „ელიტ ელექტრონისქსი“ 2015 წელს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სამსუნგისა და ეფლის.

ჩატარებული კვლევების და გამოკითხვების საფუძველზე ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერად და 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში.

დღეს, კომპანია ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

როგორც იცით კომპანიამ 1996 წელს პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოცი წლის შემდეგ „ელიტ ელექტრონიქსის“უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზია ისევ ქალაქ ბათუმში გაიხსნება. „ელიტ ელექტრონიქსის“მაღაზიებში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ, სანამ თქვენ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია „ელიტკაფე“ სადაც მიირთმევთ უგემრიელეს ყავას, დაისვენებთ და თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას შენაძენზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს როგორც ყიდვის პროცესში ასევე ყიდვის შემდგომ, სწორეთამმიზნითშეიქმნაკომპანია „ელიტსერვისი“, რომელიც „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიებთან არის წარმოდგენილი  და ეს კომპანია ისევ და ისევ „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებლებს უწევს ტექნიკურ დახმარებას.

ამ ეტაპზე,  სულ 7 სერვისის ობიექტი გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების აღნიშნულ სერვისს ჩვენ მთელს საქართველოში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. სერვისცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდშიც და წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია ბოშის, სიმენსის, გორენიეს და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული მსხვილი ბრენდების მიერ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge