png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელიამ ბაქოში, საერთაშორისო გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 20.05.2016
  • 17:15
 ოთარ დანელიამ ბაქოში, საერთაშორისო გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,   საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 ქართული კომპანიის -  „კულა“, „ლივო“, „თელავის ღვინის მარანი“, „LILI Wine”, „ზედაზენი“, „კახური ღვინის მარანი“ „ჰერეთის ღვინის მარანი“ და „შალოშვილის ღვინის მარანი“ - პროდუქცია, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა დააგემოვნა.

ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობა ამ პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 კომპანიის პროდუქცია და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართულ აგროწარმოებაზე. ვფიქრობთ, სამომავლოდ გამოფენის მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. გამოითქვა ინტერესი და, შესაბამისად, მომავალ წელს გამოფენაზე რძისა და რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ურთიერთოების და ერთობლივი წარმოების მიმართულებებით. ვფიქრობთ, ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საერთაშორისო გამოფენაში „კასპიან აგრო 2016“ სხვადსხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის, ნიდერლანდების და სხვა, 400-მდე კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანელ კოლეგას, ჰეიდარ ასადოვსა და ბელარუსის ვიცეპრემიერს, მიხაილ რუსს უმასპინძლა.

გამოფენა „კასპიან აგრო 2016“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, ისე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელები. ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება.

საქართველო წელს მეორედ იღებს მონაწილეობას გამოფენაში და  წელსაც ქართულ სტენდს ,,ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენისთვის“ ჯილდო გადაეცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge