png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"11 დღეღა დარჩა, ენერგია აღარ მაქვს" - გია მაისაშვილის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

  • ეს საინტერესოა
  • 20.05.2016
  • 18:06
"11 დღეღა დარჩა, ენერგია აღარ მაქვს" - გია მაისაშვილის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

"არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი", - ამის შესახებ ეკონომისტი გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პოსტს აქვეყნებს. 

„საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების.
გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს. მადლიერებისა და სიყვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს. ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არის „მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოყენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის. სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე, სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით ჩემო კარგებო".
თქვენი გია მაისაშვილი“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge