png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

www.adjaranet.com ვებსივრცესს დაუბრუნდა

  • საზოგადოება
  • 21.05.2016
  • 11:16
www.adjaranet.com ვებსივრცესს დაუბრუნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“, შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხთან დაკავშირებით (არალეგალური მხატვრული ფილმები და სერიალები) შეხვედრა გაიმართა.

შპს „სი ჯი ელ“-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომელზეც შესაბამის ნებართვებს აღნიშნული კომპანიები ფლობდნენ, ვებგვერდიდან (www.adjaranet.com) მოხსნილია.

საუბარია, პოპულარულ და ძვირადღირებულ მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე (“Breaking Bad”, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვა...), ასევე საპრემიერო კონოფილმებზე, რომელთა ჩვენება კინოთეატრებში ჯერ არ დასრულებულა, რიგ შემთხვევებში არც კი დაწყებულა.

„ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ კვლავ მიმართავს ინტერნეტპროვაიდერებს და ამჯერად www.adjaranet.com-ზე მომხმარებლებისთვის წვდომის აღდგენა მოითხოვა.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის წერილი, რომლითაც კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის შეზღუდვა მოისთხოვა, შპს „სი ჯი ელ“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრა. შპს „სი ჯი ელ“-ის განცხადებით, კომპანიამ სადავო აუდიოვიზუალური პროდუქცია ვებგვერდიდან სასამართლო განხილვების დასრულებამდე მოხსნა.შეხვედრის მონაწილე მხარეები ინტერნეტ სივრცეში ლეგალური კონტენტის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”, აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge