png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ევროკავშირი შეუწყობს ხელს

  • საზოგადოება
  • 08.10.2015
  • 12:53
საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ევროკავშირი შეუწყობს ხელს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ბრიტანული ორგანიზაცია ”უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთ ევროპული ალიანსის“, (EASST) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისა (IBSU) და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით შედგა.

მიღებას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები.

მომხენებელთა შორის იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, მისი განაცხადებით ევროკავშირი საქართველოს მყარ პარტნიორად რჩება ყველა მნიშვნელოვან საქმეში, მათ შორის საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში.

თავის მხრივ ’’უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ევროპული ალიანის“ თავჯდომარემ  და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ლორდ ალფრედ დაბსმა აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეროვნული სტრატეგია უნდა გახდეს, რაც ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპკავშირთან ასოცირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ეს რაოდენობები შემცირდეს.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

 საჯარო გამოსვლების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებზე არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ.

 ცხოვრებაში ტვინი ორჯერ გადამიბრუნდა. ერთხელ, როცა ცხონებულმა პროფესორმა, გოგი ჭირაქაძემ მითხრა -"გიორგი ეს არის კალამი”-ო. გავცეცლხდი და გულში გავიფიქრე - თუ მე არ დაგიმტკიცო რომ ეგ კალამია, არაკაცი ვიყო-მეთქი. ჰოდა, დავიწყე ფრიადზე სწავლა. მეორედ კი - ახლა, აჭარაში, როცა მეუფე სპირიდონმა მითხრა - კარგი ქართველი ხარო ... ამ სიტყვების შემდეგ, ცხადია, კარგი ქართველობა უნდა დავამტკიცო... ეს ახალი გამოწვევაა!

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge