png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ-ისა და ლატვიის ორკესტრების კონცერტი გორში

  • თავდაცვა
  • 24.05.2016
  • 11:18
აშშ-ისა და ლატვიის ორკესტრების კონცერტი გორში

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს. კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა, V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები დაესწრნენ. უცხოური ბენდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობენ.

ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როდესაც მუსიკოსების ჯგუფმა მოამზადა კონცერტი, რომელმაც ლატვიის კულტურის მინისტრის რაიმონდ პაულსის მაღალი შეფასება დაიმსახურა.1992 წლის 3 იანვარს ბენდმა რეგულარული რეპეტიციები დაიწყო და პროფესიულად სულ უფრო გაიზარდა. დღეს ბენდი მუსიკალურ აკომპანირებას უწევს ლატვიის პრეზიდენტს და სხვა მაღალი რანგის პირებს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ცერემონიებსა თუ აღლუმებში, სატელევიზიო პროგრამებში, სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებში და მუსიკალურ არანჟირებას უწევს ლატვიის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ორკესტრი კი მუსიკალურ საქმიანობას ევროპაში, აფრიკასა დ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ეწევა. ბენდი მუსიკალურად აფორმებს ევროპასა და აფრიკაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბში, ასევე ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტებს. მონაწილეობს სამხედრო აღლუმებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებში. ორკესტრს ისტორიული გამოსვლები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ნატოს პარტნიორ ქვეყნებში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში. ბენდის რეპერტუარის დიდი ნაწილი მოიცავს ამერიკულ მარშის მუსიკას, ასევე ბროდვეის მელოდიებს, კინომუსიკას, ამერიკულ ჯაზს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge