png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა

  • ეკონომიკა
  • 08.10.2015
  • 15:26
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“  ფარგლებში საქართველოს ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო  დე სოტო ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა.

ჰერნანდო დე სოტო 15 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალს გუძღვება. ამასთან, ეკონომისტი 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“ როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.

ჰერნანდო დე სოტო ამჟამად თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტია. ინსტიტუტი მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის სათავო ოფისი პერუს დედაქალაქ ლიმაშია განთავსებული. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებისთვის ქონებისა და ბიზნესის უფლებების რეფორმების კუთხით დახმარებას.

გაზეთმა Handelsblatt ჰერნანდო დე სოტო ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს ტოპ 13 „საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა.

წარსულში დე სოტო იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Copper Exporting Countries Organization-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტი, Universal Engineering Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, Swiss Bank Corporation Consultant Group-ის დირექტორი და პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის მმართველი.

ჰერნანდო დე სოტომ კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ქვეყნის მთავრობას ქონების რეფორმის კუთხით. მისი ავტორობით 1980-იან წლებში გამოიცა წიგნი „სხვა გზა“ (The Other Path), მასვე ეკუთვნის შთამბეჭდავი ნაშრომი „კაპიტალის მისტერია“ (The Mystery of Capital).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge