png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზაფხულის სეზონის გახნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა

  • ეკონომიკა
  • 27.05.2016
  • 16:00
 ზაფხულის სეზონის გახნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა

28 მაისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრთან მოსული სტუმრები, გარდა სასიამოვნო მუსიკის მოსმენისა, ბევრ საინტერესო და მხიარულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების პროგრამის ფარგლებში დილის 10 საათიდან ღამის 3 საათამდე ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებული 10-მდე მხიარული შეჯიბრება და მასტერკლასია დაგეგმილი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის. გამარჯვებულებისთვის აჭარაში არსებულმა ტურისტულმა ობიექტებმა სპეციალური პრიზები დააწესეს.

28 მაისის ღონისძიებაზე აქტუალური იქნება ლაშქრობის თემა. მოგზაურობის მოყვარულთათვის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება პრეზენტაცია და მასტერკლასი „10 რამ, რაც დამწყებმა მოლაშქრემ უნდა იცოდეს“ და „როგორ მოვამზადოთ ყველაზე მსუბუქი სამოგზაურო ჩანთა“. ასევე ჩატარდება შეჯიბრება კარვის სწრაფად გაშლაში. ლაშქრობის თემატიკაზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სტუმრებს შეეძლებათ ფოტოსესიების მოწყობა, რასაც უფასოდ პროფესიონალი ფოტოგრაფი უზრუნველყოფს.

13:00 საათზე დაიწყება ველომარათონი ტურისტული სააგენტოებისთვის. მონაწილეები სტარტს ძველი ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებენ. პირველ ადგილზე გასული ტურისტული სააგენტოსთვის 2017 წლის ტურისტულ გამოფენაზე 9მ2 საგამოფენო სივრცე იქნება უფასო. მას ასევე გადაეცემა რესტორან „გრანდ გრილი“-ს ორკაციანი ვაუჩერი. მეორე ადგილზე გასულს კი ბათუმველოს 1 წლიანი აბონემენტი 2 ადამიანისათვის  და 4 ცალი batumi card-ი ( ბათუმში არსებულ ტურისტული ობიექტების ფასდაკლების ვაუჩერი) გადაეცემათ.

13:30 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება სელფის ჩემპიონატი. სტუმრებმა

ღონისძიების ფარგლებში უნდა გადაიღონ ორიგინალური სელფი და ატვირთონ თავიანთ  Facebook გვერდზე #SummerSelfie #VisitBatumi ჰაშთაგებით. აუცილებელია პოსტი იყოს საჯარო. ღონისძიების დასრულებამდე საუკეთესო ორიგინალური ფოტოსთვის გამარჯვებულები აჭარის ტურიზმისა დეპარტამენისა და Like-ების მიხედვით გამოვლინდება. ჩემპიონატის დეტალების ნახვა შესაძლებელია ლინკზე http://goo.gl/WL7Pq5

ღონისძიების ფარგლებში, საზაფხულო თეატრთან ასევე დაგეგმილია ანსამბლ „ხორუმი“-ს ფოლკლორული შოუ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები კი ტურისტებისთვის ქართული ცეკვების მასტერკლასს ჩაატარებენ. საუკეთესოდ მოცეკვავე სტუმარი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. გარდა ცეკვისა, ტურისტებისთვის დაგეგმილი აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც.

გარდა აღნიშნული აქტივობებისა, ასევე დაგეგმილია შეჯიბრებები ლუდის დალევაში, ველოსიპედის ნელა სვლასა და  ბაგირზე ბალანსის დაცვაში.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.

ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება.  წყლის სამმეტრიან ფარდაზე ბათუმის სარეკლამო ვიდეოპროექციები გავა. ღონისძიებას დილიდან საღამოს რვა საათამდე მსახიობი ზაალ წულუკიძე და მარია მჟავანაძე წაიყვანენ. 20:00 საათზე კი საღამოს „შუა ქალაქის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი გააგრძელებენ.  დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab და  მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge