png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში“

  • ეკონომიკა
  • 08.10.2015
  • 16:53
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში“

 

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული არბიტრაჟის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. კონფერენცია სახელწოდებით „რეგიონული არბიტრაჟის განვითარება, რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„საქართველოში რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სახელმწიფოში სანდო, მიუკერძოებელი და ეფექტური საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ყველა პოტენციალი, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა, ენების ცოდნა, კარგი იურისტები, ანუ ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, იქნება კიდევ ერთი უპირატესობა ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოსა და სომხეთში იოს დაუმამ, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა შომპი შარპიმ.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია სასწავლო სემინარები იურისტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსებისთვის. კონფერენცია 10 ოქტომბერს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge