png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების კანონსაწინააღმდეგო სქემა გამოააშკარავა

  • ეკონომიკა
  • 30.05.2016
  • 16:05
შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების კანონსაწინააღმდეგო სქემა გამოააშკარავა

 

შემოსავლების სამსახურმა გამოააშკარავა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი, რომელთა ანალიზი გადასახადებისაგან თავის არიდების გარკვეული სქემის მოქმედებას ადასტურებს.    

 

უწყების ინფორმაციით, 6 აპრილს, ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (პურ-პროდუქტები) გადაჰქონდა.

„გამოვლინდა, რომ მეწარმე პირის მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც ხსენებული ფიზიკური პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.  5 მაისს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ზემოხსენებულ მეწარმესთან და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებთან. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ინდივიდუალური მეწარმის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 25 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 2 079 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები,  რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 67 581 ლარს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.  
           

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა 21 აპრილს ქალაქ ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, სადაც  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის  ოფიცრებმა გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (კვერცხი) ტრანსპორტირება. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი, რომელზეც იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და საეჭვოდ მიიჩნევს თავის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. გადამოწმდა მეწარმე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 1 706 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1 987 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 276 868 ლარს.       
„ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ორივე საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.        

შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადასახადის გადამხდელებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო სქემები აზარალებს სახელმწიფოს და პრობლემებს უქმნის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირება აუცილებლად მოხდება და კანონის დამრღვევების მიმართ შემოსავლების სამსახური განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge