png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

  • ეკონომიკა
  • 31.05.2016
  • 12:05
აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

 

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გახსნილია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხით.

წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ.

ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

 გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასვლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში.

 

სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს.

 საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ შორის თელავივიდან ბათუმის მიმართულებით წელს, პირველად  ავიაკომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ისრაელიდან ამას ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ ავივსა და ბათუმს შორის.  ახალი ავიაკომპანიები შემოდის ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილებას ყაზახეთიდან  ორი ახალი  ავიაკომპანია „Scat” და „Skybus” იწყებს, მათ შორის Skybus” ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან. ფრენები იწყება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟა Air Arabia  შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი მიმართულებები დაემატა Ural Airline-საც, რომელიც ჩარტერულ რეისებს ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად წელსაც შასრულებს ფრენებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours".

 განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

 2016 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.  სეზონთან დაკავშირებით, ივნისიდან კოლონადებთან სუხიშვილების კონცერტით  გაიხსნება პროექტი “ჰით ბათუმი“, რომლის ფარგლებშიც ბათუმში  სხვადასხვა ბენდების მონაწილეობით კონცერტები, ფოკლორული შოუები, თეტრალური დღეები და ფესტივალები გაიმართება. 7 ივნისს კი საოცრებათა პარკში Checkin Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აჭარა პოპ როკ ჯგუფის „Maroon 5” –ის გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge