png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჟურნალი HELLO! საქართველოში შემოდის

  • ეს საინტერესოა
  • 02.06.2016
  • 01:11
 ჟურნალი HELLO! საქართველოში შემოდის

HELLO! ­- განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი მალე საქართველოშიც გამოჩნდება! ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული სარედაქციო სტილითა და ორიგინალური ხედვით გამოირჩევა, ქართველ მკითხველს უნიკალურ ადამიანურ ისტორიებს, ვარსკვლავური ცხოვრების ექსკლუზიურ დეტალებსა და მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენების მიმოხილვას გააცნობს. გამოცემა გართობისა და შთაგონების სინთეზი გახდება.

საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, ვებპორტალით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდება და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO!-ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს.

ბრენდი, რომელიც პირველად ესპანეთში, ჯერ კიდევ 1944 წელს გამოჩნდა, დღეს მკითხველს უკვე 90 ქვეყანაში ამარაგებს სანდო და საინტერესო ინფორმაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ HELLO! საქართველოს შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება.

2 305 000 ყოველკვირეული მკითხველი, 5 098 000 ყოველთვიური სტუმარი ვებგვერდზე, სმარტფონ აპლიკაციის 3 517 000 მომხმარებელი და 5.8 მილიონი მიმდევარი სოციალურ ქსელში - ეს ის რიცხვებია, რომლებიც HELLO!-ს პრესტიჟსა და რეპუტაციაზე საუბრობენ. ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე, ბრენდი განსაკუთრებულ ხარისხთან ასოცირდება და რეკლამის განთავსების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. ამავდროულად, ის ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში.

გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება.

HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge