png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ახალი სასტიპენდიო პროგრამა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისთვის

  • კულტურა
  • 03.06.2016
  • 15:34
ახალი სასტიპენდიო პროგრამა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“.

 3 ივნისს, მწერალთა სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებს  პროგრამის მიზნები და საკონკურსო პირობები გააცნეს.

 განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების წარმოდგენის ვადაა  - 2016 წლის  1 ივნისიდან - 2016 წლის  30 ივნისის  ჩათვლით (19:00 სთ).

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია

 პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით - https://app.iec.gov.ge/. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.  საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში  200-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  მათმა  ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა,  დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში  განაგრძობს.

პროგრამის შესახებ:

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

  • სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.

კონკურსი სამეტაპიანია:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადები არ განიხილება.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში,  გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.  აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

შეფასების კრიტერიუმებს საკონკურსო კომისია ამტკიცებს.

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის  სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამის გამოცხადების პერიოდში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები:

თბილისი, ინგოროყვას ქ#7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);

მოქალაქეების მიღების დღეებია:


1 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

2 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

6 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

7 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

8 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

9 ივნისი -13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი #  4

13 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

14 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

15 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

16 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

20 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

21 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

22 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

23 ივნისი- 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი #  4

27 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

28 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

29 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4

30 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4


 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge