png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა

  • ეკონომიკა
  • 07.06.2016
  • 11:45
დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა

საქართველოს   ვიცე-პრემიერმა,   ეკონომიკისა   და   მდგრადი განვითარების   მინისტრმა დიმიტრი   ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, პროდუქციის მოცულობისა და ტურიზმის   სფეროში   მიმდინარე   ზრდის მაჩვენებლები   გააცნო.

ვიცე-პრემიერის   განცხადებით,   ზრდა   არის   დაფიქსირებული, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებით.

„2016  წლის   პირველი   კვარტლის   მონაცემებით,   წინა   წლის ანალოგიურ   პერიოდთან   შედარებით,   საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილია 5.9%-ით,   რაც   რაოდენობრივად   577   ათას   ადამიანს   შეადგენს. აღსანიშნავია,   რომ   მიმდინარე   წლის   პირველ   3   თვეში

ბიზნესსექტორმა   დამატებით   32 257   ადამიანი   დაასაქმა.   ასევე მნიშვნელოვანია,   რომ       2016   წლის   პირველ   კვარტალში ბიზნესსექტორის   პროდუქციის   გამოშვების   მოცულობის   ზრდა გასული   წლის   შესაბამის   პერიოდთან   შედარებით   15,0%-ით გაიზარდა   და   6,5   მილიარდ   ლარს   შეადგენს“   -   განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის   თქმით,   ასევე   15,4%-ით   არის   გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა   და   12,8 მილიარდ ლარს შეადგენს.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას,  2016 წლის პირველ 4 თვეში, წინასწარი  ონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2,8% შეადგინა და 1 ჩვენ ველოდებით, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.  2016 წლის აპრილში  ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  მიმდინარე   წლის   5   თვეში   საგადასახადო   შემოსავლებმა

გასული   წლის   ანალოგიურ   მაჩვენებელს   8.3%-ით   გადააჭარბა, ხოლო 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 3 834,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37,8%-ია და 247,4  მლნ  ლარით  აღემატება  2015  წლის  ანალოგიურ

მაჩვენებელს“ - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი  ქუმსიშვილი   ჟურნალისტებს ტურიზმის სფეროში არსებული  მდგომარეობის   შესახებაც   ესაუბრა.   

„ამ   თემაზე არაერთხელ   გავაკეთეთ   განცხადებები   და   კიდევ   ერთხელ ავღნიშნავ,   რომ   5   თვის   მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი 15.3%-ია.  ტურისტული   ვიზიტების რაოდენობაა 782,814,  რაც 18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge