png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წამებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა უქმდება

  • პოლიტიკა
  • 07.06.2016
  • 16:07
 წამებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა უქმდება

წამებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა უქმდება, - ცვლილებების შეტანა “სისხლის სამართლის კოდექსში“ იგეგმება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. 

კერძოდ, პროექტით ახლებურად განისაზღვრება ძალადობის მუხლი - ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება და შესაბამისად, დაგეგმილია “სისხლის სამართლის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღება, რომელიც ცემისთვის ცალკე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 
გარდა ამისა, წამების დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ისეთი გარემოებები ემატება, როგორიცაა - წამება სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების, ან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ანგარებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით. 
კანონპროექტით კონკრეტდება “წამების მუქარა“ - წამების მუქარა დანაშაულად ჩაითვლება მაშინ, თუ ის არის რეალური და იმწუთიერი. 
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელის ზომის გამკაცრებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის. მოქმედი ნორმით, პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით 2-დან 5-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე. კანონპროექტით ეს ქმედებები დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 7-წლამდე და თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10-წლამდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge