png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხაბაძე: ბათუმი პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცა

  • ეკონომიკა
  • 08.06.2016
  • 10:33
ხაბაძე: ბათუმი პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცა

ბათუმი პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად საერთაშორისო კულტურული, სპორტული თუ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცა.

როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ ,,გარემო ევროპისათვის“ მერვე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს ბათუმი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 56 ქვეყნის დელეგატებს მასპინძლობს.

„აჭარის რეგიონი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩართულია  არაერთ მნიშვნელოვან პროექტში. ჩვენი მთავრობის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობის განხილვას, კლიმატის მიმდინარე ცვლილების მათზე ზემოქმედების დადგენას და უახლოეს ათწლეულებში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების სავარაუდო გავლენის შეფასებას. ამ მიზნით შემუშავებული ააჭარის კლიმატის ცვლილებების სტრატეგია, რომელიც უკვე იქცამთავარ სახელმძღვანელოდ რეგიონში გარემოს დაცვის მიზნით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების საქმეში. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე აჭარაში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, სათბურის გაზების ემისიის შემცირებისა და რეგულირების, მდგრადი მეტყევეობის განვითარების  ხელშემწყობი ღონისძიებები. ყოველივე ეს დადებით პრეცედენტს ქმნის საქართველოს სხვა რეგიონებისთვის ანალოგიური სამუშაოების ჩასატარებლად“, განაცხადა არჩილ ხაბაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანია  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 3 დაცული ტერიტორიის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება და მათი ურთიერთკავშირის გაძლიერება რეგიონში გავრცელებული უნიკალური კოლხური ტიპის ტყეების დაცვის მიზნით. 

„გაეროს მხარდაჭერით რეგიონი ჩართულია კიდევ ერთ საინტერესო პროექტში - „მწვანე ქალაქები“, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას ქალაქ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ხელსშეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.

მსგავსი პროექტების განხორციელება, ისევე როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება „უფრო სუფთად, უფრო მწვანედ, უფრო გონივრულად“ დავიცვათ გარემო“, განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია -  „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის  მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.

"გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა  დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები  3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

 კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში,  მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს,  ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის  სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა  შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge