png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ქვეყნის პირველი პირი და პირველი ლედი დაესწრნენ

  • პოლიტიკა
  • 09.06.2016
  • 11:52
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ქვეყნის პირველი პირი და პირველი ლედი დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. 

ქვეყნის პირველმა პირმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისათვის.

„მსურს თითოეულ აქ დამსწრე სტუმარს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისათვის, მათ ვინც ეს დღე 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნა. ეს დღე ევროპის ბევრ დედაქალაქსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებით აღინიშნა.  ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ,  ევროკავშირისა და ნატო-ს დედაქალაქში და ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად ვზეიმობდე.

25 წლის წინ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავდა დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. ამ თარიღიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა თავისუფლებისათვის და ეს ნიშნავს ემსახურო იმ მიზნებსა და ღირებულებებს, რომლებისაც გჯერა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მე ეს წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან ღრმად მწამს, რომ ევროპული სახელმწიფოებრიობა არის ის, რასაც საქართველო მიეკუთვნება და ეს არის ის ფორმა, რომელშიც საქართველო იქნება თავისუფალი.

მე ვეკუთვნი იმ კულტურას და ხალხს, რომელიც აფასებს  თავისუფლებას, ინდივიდუალურ არჩევანს და პატივს სცემს სხვა ხალხების ინდივიდუალურ არჩევანსაც.

მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება არის  ჩემი ხალხის ის მიზანი, რომელიც სამი ათას წელს ითვლის და შესანიშნავად შეეფერება მათ არჩევანს. 

ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება ევროპული ოჯახის მიმართ და არაერთგზის ვახორციელებთ ამ ვალდებულებას, იქნება ეს პოლიტიკური, საომარი მოქმედებების, ქართველების სამხედრო  მსახურებითა თუ საქართველოს შიგნით იმ ღირებულებების გაზიარებით, რომლებიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია.

ჩემი ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ემსახურება ზუსტად ამ ვალდებულებებისა და ჩვენი სტრატეგიული გზის კვლავ დადასტურებას, ასევე ახალი პარტნიორებისა და მეგობრების შეძენას.  დღეს ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც ვიზიარებთ საერთო ღირებულების მქონე ჩვენს მეგობრებთან.  ნება მიბოძეთ მტკიცედ განვაცხადო, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გზა საქართველოსთვის, ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით ამ გზაზე და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ თარიღს. ღმერთმა დალოცოს საქართველო",-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სპეციალურად  მოწვეული კვარტეტი აფორმებდა. 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბელგიის სამეფოსა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში მცხოვრები თუ მოღვაწე ქართველები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge