png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი გააკეთა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 09:55
 დავით უსუფაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი გააკეთა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 10 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და მოლოდინების შესახებ ქართულ მედიასთან ისაუბრა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა, არა გადამწყვეტი.

„ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. მეტიც, ხვალინდელი დღიდან ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველით, იმიტომ, რომ შეთანხმება უფრო მიდის იქით, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომ ჯერ ეს გაკეთდეს და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებები გაფორმდეს. ასე რომ, ხვალინდელი შეხვედრა არის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ასე რომ, ხვალინდელი დღის შედეგზე ნუ ავაგებთ ნურაფერს, ნურც ოპტიმისტურს, ნურც პესიმისტურს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით,  ის დღეს გამართულ შეხვედრებზეც დარწმუნდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მალე გადაწყდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქართველი კრიმინალების საკითხი ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირდება.„დღევანდელი ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გვაქვს საქმე პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან - ეს ერთი, ე.ი. მალე გადაწყდება საკითხები. მეორე- ძალიან გაპიარებული თემაა ქართველი კრიმინალების შესახებ, ეს არის სრულიად ცალკე და იზოლირებულად განსახილველი თემა და ეს საკითხი არ და ვერ იქნება გადაბმული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან და მესამე - ძალიან მალე საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩამოვა გერმანიაში, იქნება სხვა კონტაქტები და ალბათ უფრო კონკრეტული თარიღები თუ გადაწყვეტილების ფორმატი შემდეგ გახდება ცნობილი",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიიდან გაცილებით  იმედიანად დაბრუნდება, რომ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და რომ ჩვენს ქვეყანას გერმანიის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს. „გერმანიიდან საქართველოში ვბრუნდები გაცილებით უფრო დარწმუნებული, იმედიანი, იმაში, რომ ეს პროცესიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, გერმანიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან საიმედო პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და ხანდახან თუ რაღაც საკითხებში მთლად ბოლომდე არ დაემთხვევა ჩვენი სურვილების ტემპები - როდის რა გვინდა, რომ მოხდეს და როდის რა არის შესაძლებელი, რომ მოხდეს, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ძირითად სტრატეგიულ საკითხებში ჩვენს პარტნიორობას.არჩევნებამდე ამ პროცესის დასრულების ამოცანა არის გათავისებული ყველა მხარის მიერ, მეტიც, დღეს ჩვენ კოლეგა პარლამენტის წევრებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრისგან, პრაქტიკულად ყველასგან, მოვისმინეთ სოლიდარობის სიტყვები, რომ ეს შეფერხებაც არ უნდა მომხდარიყო და თვლიან, რომ სულაც არ იყო აუცილებელი ამ პატარა საკითხზე ამხელა ხმაურის ატეხვა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და საერთოდ, ევროკავშირთან ურთიერთობას. დღეს გერმანიის მხრებზე ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი ტვირთი აღმოჩნდა, ამიტომ, პარტნიორული რეჟიმი უნდა შევინარჩუნოთ მომავალშიც",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით -„უკრაინასთან ერთად თუ მოხდება რაიმე საკითხის განხილვა, მე არ მგონია, რომ ეს არის საფრთხე, მაგრამ უკრაინის, თურქეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის გამო თუ საქართველო შეფერხდება, ეს ისეთივე არასწორი მოქმედება იქნება, როგორც პირიქით, საქართველოს გამო ვინმე რომ ფერხდებოდეს. მაგალითად, მოლდოვისთვის რომ ეთქვათ, რომ საქართველოს ჯერ ერთი წელი სჭირდება და მოიცადეო-არ იქნებოდა სწორი. ამიტომ ჩვენ არც სხვა ქვეყნებს ვაფერხებთ რაიმეში",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge