png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 12:51
დავით უსუფაშვილმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოეწერა ხელი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, საქართველო მზად არის, გერმანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გააგრძელოს.„ ჩვენი ქვეყანა მზად არის, გერმანიასთან ერთად, გრძელვადიან პრიორიტეტებზე ითანამშრომლოს იმ პირობით, რომ საქართველო არ დარჩება იმ შეთანხმებების მიღმა, რომელმაც მსოფლიოში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია, აღიქმებოდეს როგორც ევროპისა და აზიის შემაკავშირებელი ადგილი, სადაც მყარდება კავშირები ეკონომიკის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში, სადაც ცივილიზაციები შეჯახების ნაცვლად, ხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენ შეგვიძლია და გვსურს, რომ ვიყოთ სასარგებლო ამ ორი მხარისთვის - ევროპისთვის და აზიისთვის და არ მიგვიჩნიოს ვინმემ, როგორც პატარა პრობლემა, რომელიც ოდესღაც მოგვარდება",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და  მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიას სურს, ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს. მისივე თქმით, საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად." ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ემსახურება მშვიდობას და არ უნდა აღიქმებოდეს  საფრთხის შემცველად",- განმარტა ვოლფგანგ ჰელმიხმა.

დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერვიუ მისცა გერმანული გაზეთის „das Parlament"-ის ჟურნალისტს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge