png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ცესკოში, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 10.06.2016
  • 18:12
ცესკოში, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა პირებმა ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ცესკოში სამუშაო შეხვედრა  გამართეს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით, ცესკოს საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს პერიოდულად აწვდიან. უწყებებს შორის ამ სახის კოორდინაცია, ინფორმაციის დროული გაცვლა, გადამოწმება და ამომრჩეველთა მონაცემების თაობაზე პერიოდული მსჯელობები, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის კარგი პრაქტიკის დანერგვას და შედეგად, სრულყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„პარლამენტის არჩევნები უკვე დანიშნულია და მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრა და თანამშრომლობა იქნება ძალიან ეფექტური იმისათვის, რომ ყველა საკითხი, არსებული ხარვეზი  კოორდინირებულად განვიხილოთ უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძირითადად კანონმდებლობით გაწერილი ვადებისა და მონაცემების მოწოდების ვალდებულებებზე, ასევე იმ საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ უწყებებს შეეხებათ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმებზე - რომელ ვადებში და რა სახით მოხდება მონაცემების გაცვლა - დამუშავება, რომ ამომრჩეველთა სია იყოს მაქსიმალურად დახვეწილი 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიისთვის დღეს კომენტარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემაც გააკეთა. მისი თქმით,  სააგენტოში საარჩევნო სიის სრულყოფის მიზნით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც არაერთ აქტივობას  ითვალისწინებს, - „ჩვენ ვაწვდით ცესკოს პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ, ასევე არჩევნებისთვის. რაც შეეხება პროექტს, რომელიც  საარჩევნო სიის სრულყოფის მიზნით მიმდინარეობს, ძალიან ბევრ აქტივობას ისახავს მიზნად, მათ შორის გაორებების აღმოფხვრას, გარდაცვლილების იდენტიფიცირებას და შესაბამისი აქტების შედგენას“, - განაცხადა მამუკა სამხარაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასა და კომპიუტერულ დამუშავებაზე. ამასთან, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.

ცესკოს ინიციატივით ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge