png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკრებულოში ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მემორიალური დაფა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 09.10.2015
  • 15:37
საკრებულოში ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ალიბეგაშვილი, პირველი მოადგილე-გიორგი ტყემალაძე, მოადგილეები: მალხაზ მჭედლიშვილი, გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები: რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები და ასევე, ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეები ესწრებოდნენ.

მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მეთაურმა აკაკი ქავთარაძემ გახსნეს.

„აფხაზეთის ომში წასული მოხალისეების ნაწილი გმირულად დაეცა ქვეყნის თავისუფლების ბრძოლაში, სწორედ მათი გვარები და სახელებია ჩამოწერილი ამ დაფაზე, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს თუ ვის მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის შალვა ოგბაიძის თქმით,თბილისის საკრებულოში მის გახსნას  სიმბოლური მნიშველობა აქვს, რადგან 1993 წელს სწორედ ამ შენობიდან მოხდა აღნიშნული ბატალიონის მოხალისეთა ნაწილის ომში გაცილება და დალოცვა. „წლების წინ, სწორედ აქ, ძველი მერიის შენობაში გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელიც შენობის რეკონსტრუქციის დროს დაიკარგა. საბედნიეროდ დღეს საკრებულოს დეპუტატებისა და ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეების ინიციატივით მემორიალური დაფა აღდგა და დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი საკრებულოში, რათა ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი აფხაზეთი და ომში გმირულად დაღუპული ბიჭები“ ,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ და დასძინა, რომ საქართველო ვერ იქნება გამარჯვებული და წელში გამართული, თუ კი დაკარგული ტერიტორიები არ იქნება დაბრუნებული. მისივე თქმით, სწორედაც სიმბოლურია რომ ამ მემორილურ დაფას მთლიანი საქართველოს კონტური ამშვენებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge