png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვლადიმერ ძნელაძე პოლონურ-ქართული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 09.10.2015
  • 15:50
ვლადიმერ ძნელაძე პოლონურ-ქართული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველები’’ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე პოლონურ- ქართული კომპანიის წარმომადგენელსვოიტეკ გრაფჩევსკის და ცნობილ პოლონელ ლანდშაფტის დეკორატორსა და არქიტექტორს კაშა მოლსკას შეხვდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერითა და ინიციატივით, აბასთუმანი N4-ში მდებარე  ორგანიზაციის  ,,ბავშვი და გარემო’’ მიმდებარე ტერიტორიაზე  ინოვაციური პროექტი ,,გარემო ბავშვებისთვის’’ ხორციელდება. 
,,აღნიშნულ ბავშვთა სახლში, რომლის ეზო მოუწყობელია, სოციალურად დაუცველი  ბავშვები და  შშმ პირები ცხოვრობენ.  
გამომდინარე აქედან, პოლონეთის საელჩო  ქართულ-პოლონურ კომპანიას ,,აგრომაქს დეკორს’’  დაუკავშირდა, რომლის დახმარებით საქართველოში  ცნობილი პოლონელის ლანდშაფტის დეკორატორი და არქიტექტორი კაშა მოლსკა ჩამოვიდა. სწორედ  მათი ხელშეწყობითა და დახმარებით პარკში 30 000 ევროს ღირებულების სამუშაოები განხორციელდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო ტერიტორია, დაიდგა ატრაქციონები’’,-განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.  
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დიდუბის გამგეობის დახმარებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის მოედანი, დაიგო ასფალტის საფარი.
,,ამდენად ტერიტორია სულად იქნება განახლებული, გამწვანებული და მოწყობილი’’,-განაცხადა ანა ჩანგიანმა.
ლადო ძნელაძემ პროექტი დადებითად შეაფასა, სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge