png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიისას მორიგე ექიმებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 13.06.2016
  • 14:32
 დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიისას მორიგე ექიმებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მეთორმეტე რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს მორიგეობდნენ. მერთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფილიალში იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბუთხუზი.
„დღეს მოვედი იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა სასწრაფო სამედიცინო  სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ისედაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ მათ სტიქიის დღეებში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს და ძალიან ბევრი იშრომეს, რომ გადაგვერჩინა ადამიანების სიცოცხლე. კონკრეტულად ეს ფილიალი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს და თვითონ შენობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზიანდა, ასევე, სამსახურის ავტომანქანა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეშვეობით კონკრეტულად იმ ღამეს და შემდგომ დღეებში, ამიტომაც ეს ადამიანები იმსახურებენ მადლობას და იმსახურებენ იმას, რომ ჰქონდეთ უკეთესი პირობები - ფილიალი მოწესრიგდა სტიქიის შემდეგ, დალაგდა, აღიჭურვა ისევ იმ თანამედროვე მოწყობილობებით და ტექნიკით, რაც მათ სჭირდებათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის და ამდენად, გამართულად მუშაობს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
13 ივნისის ღამეს  სტიქიის ეპიცენტრში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე- 3, მე-8, მე-10 და მე-12 რაიონული განყოფილებების 35  ბრიგადა მუშაობდა. მაშველებთან ერთად, სასწრაფოს ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ.  
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული განყოფილება, რომელიც ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, ტრაგედიის ღამეს დაზიანდა და სრულად გასული წლის დეკემბერში აღდგა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge