png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს

  • ეკონომიკა
  • 09.10.2015
  • 16:49
კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია „ნაციონალური მოძარობის“ წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს.
დეპუტატმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესისა და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივის თაობაზე ისაუბრა.
,,გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმად, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საკუთარი სურვილით უარს ამბობს კომუნალური ვაუჩერის მიღებაზე, რითაც სოციალური სოლიდარობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დეპუტატმა დღესვე იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ უარი თქვან მათ მიღებაზე.
,,მივმართავთ თბილისის მთავრობას, ტექნიკურად უზრუნველყოს ვაუჩერზე სხვა ოჯახის სასარგებლოდ უარის თქმის შესაძლებლობაც, რადგან ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს.
თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge