png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 16.06.2016
  • 11:45
თინათინ ხიდაშელი ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტის შესახებ ვისაუბრეთ. მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ.

განვიხილეთ საკითხები, რომლისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომლის განხორციელებაც, სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ. იქნება ბევრი საინტერესო სიახლე, მთელი რიგი ახალი თემების, ახალი ინიციატივების, რომლებიც ამ საუბრებისა და შეხვედრების შედეგად საბოლოო ჯამში წევრების ერთიანობის პირობებში უნდა გახდეს ვარშავის სამიტის მონაპოვარი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ერთი რამ, რაც შეგვიძლია, აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც გვექნება წარმატება. თუმცა, მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, ადვილად გასაგები და ასახსნელი პროგრესი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge