png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვინ გადაურიცხა ფული კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს - ენმ სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 11:26
ვინ გადაურიცხა ფული კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს - ენმ სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც ასახული, როგორც ურიცხავს კალა კაპიტალი ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს.

საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ა.წ. წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მიმდინარე გამოტოვებული არჩევნებისას, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძალადეთა დანაშაულებრივი ჯგუფი, უშუალოდ საარჩევნო უბანთან, თავს დაესხა პარლამენტის წევრებს, ამომრჩევლებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ლიდერებსა და რიგით პოლიციელებს.

აღნიშნული ფაქტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ხელისუფლებას ამ ძალადობის დამკვეთის გამოსავლენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თავად მოძალადეები დღემდე თავისუფლებაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დანაშაულის შემდეგაც განაგრძობდნენ აგრესიულ მოწოდებებსა და ძალადობის მუქარას.

ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა, როგორც მოძალადეთა კავშირები ვიცე პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“, ისე თავად კალაძის რეაქცია და უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან რომელსაც უშუალოდ მართავს ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს:

რუსული სააქციო საზოგადოება ალფა ბანკის მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილებისN0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. 

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი - ამჟამად რუსეთის მოქალაქე - რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ იქნა არჩეული თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში.  წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას - დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge