png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

  • საზოგადოება
  • 10.10.2015
  • 14:10
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის  მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

 

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ, დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის   საძირკველში მემორიალური კაფსულა  მოათავსა და მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოა", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.

“ჰოსპისის პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია - შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად გაერთიანდა სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორები.

უმნიშვნელოვანესია, ინდივიდუალური დონორების ჩართულობა - მხატვრების, რომელთაც ნახატები გაიღეს პროექტისთვის, მუსიკოსების, ჟურნალისტების... ადამიანების, რომლებმაც უანგარო წვლილი შეიტანეს პროექტში”, -აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ ღონისძიებაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს, კომპანია „ევექს“-ს მსგავსი ინიციატივის შემოთავაზებისათვის, რომლის მიღებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულიყო მოცემული პროექტი და, ასევე, ვთვლით, რომ იგი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ კარგ დასაწყისს ჩავუყარეთ საფუძველი და, ბუნებრივია, მის განხორციელებას და მდგრად განვითარებას, შემდგომ კიდევ უფრო სჭირდება ის სამმხრივი პარტნიორობა, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს, კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ცერემონია სოფელ დიღომში  პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს  გაიმართა.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge