png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ალიბეგაშვილი ყველის ფესტივალს სახელწოდებით- "კავკასიური ყველი 2015" დაესწრო

  • საზოგადოება
  • 10.10.2015
  • 15:21
გიორგი ალიბეგაშვილი ყველის ფესტივალს სახელწოდებით- "კავკასიური ყველი 2015" დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი "კავკასიური ყველი 2015" გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია , საკრებულოს დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილი დამსწრე საზოგადოებასა და ორგანიზატორებს მიესალმა და დარგის განვითარებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,საქართველოში ყველის წარმოების კულტურა უძველესია და მსგავის ღონისძიებებიც სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება.’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.ღონისძიებასზე სიტყვით დავით ნარმანია და ოთარ დანელია გამოვიდნენ და ფესტივალის არსისა და მიზნების თაობაზე საკუთარი ხედვები წარმოაჩინეს. 
წელს აქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდა.
ფესტივალი ,,კავკასიური ყველი" რიყის პარკში გაიხსნა და მასზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები იქნა წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცათ ყველის ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობებსა და საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები დაეგემოვნებინათ.
ყველის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა მოეწყო.
ასევე გაიმართა კონკურსიც, რომელზეც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა.
ფესტივალის ,,კავკასიური ყველი 2015" მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი"

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge