png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ალასანია: ჩვენ რუსეთს ვაბარებთ პოლიტიკურ ბერკეტს ზემოქმედებისთვის

  • კომენტარები
  • 11.10.2015
  • 11:52
ირაკლი ალასანია: ჩვენ რუსეთს ვაბარებთ პოლიტიკურ ბერკეტს ზემოქმედებისთვის

ჩვენ რუსეთს ვაბარებთ პოლიტიკურ ბერკეტს ზემოქმედებისთვის, - განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ის სიახლე, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ფარული, მალული მოლაპარაკებები მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან და გაზპრომთან კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აშკარა კითხვები ჩნდება ქვეყნის უსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ორიენტაციაზე.

”არ ვარ წინააღმდეგი არსებობდეს მოლაპარაკებები ნებისმიერ კომერციულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და მათ შორის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით არ უნდა იყოს შეზღუდვები თუ როგორ უზრუნველყვოფთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების განხორციელებას. მაგრამ, როცა საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული და როცა რუსეთმა უახლოეს წარსულში სწორედ ენერგომატარებლების გადაკეტვით პოლიტიკური ზეწოლის არაერთი მცდელობა განახორციელა საქართველოსთან მიმართებაში და მეორე მხარეს, როდესაც გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები როგორიც არის თურქეთი, აზერბაიჯანი და გახსოვთ თქვენ, აზერბაიჯანმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიუხედავად დიდი ზეწოლისა პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილი, ჭეშმარიტი მეგობრობა გაგვიწია. ამ პირობებში აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არის გადატანილი აქცენტი გაზპრომზე... ფარული მოლაპარაკებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველი, დამოუკიდებლობის საფუძველი, ფარული მოლაპარაკებების წარმოება ეს არის პირველ რიგში აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, პირველ შეკითხვას სწორედ ეს აჩენს, რატომ იყო ფარული მოლაპარაკებები და რა განიხილეს ამ მოლაპარაკებების დროს და მეორე, ეს ხომ არ გაგვხდის კიდევ უფრო დამოკიდებულს რუსულ გაზზე, რაც ნიშნავს რომ ჩვენ მათ ვაბარებთ პოლიტიკურ ბერკეტს ზემოქმედებისთვის რუსეთის ფედერაციას”, - განაცხადა ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge