png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.06.2016
  • 13:53
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

 შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე  დემოკრატიულ რეფორმებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის გაძლიერებას და მედიის თავისუფლებას.

 მხარეებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს და  ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე ისაუბრა იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის  უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს, ვარშავის მოახლოებულ სამიტს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული  მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაზე ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge