png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლიხტენშტაინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 09:56
ლიხტენშტაინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიხტენშტაინის სამთავროს, სადაც შეხვედრები გაიმართა ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალოისისთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეს გახლდათ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში.

ვადუცში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკის, ტურიზმის, რეგონალური განვითარებისა და განათლების სფეროებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით ქვეყნის განვითარების უახლოესი ამოცანები. ლიხტენშტაინის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს მრავალი მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში - პროფესიული სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით, ასევე ქვეყნის რეგიონალური განვითარების მიმართულებით. ლიხტენშტაინის მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ, მათ შორის მოქალაქეთა მომსახურების ინოვაციური ელექტრონული სერვისების მოდელით.

მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რასაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესხებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შვეიცარიის კონფერედრაციაში ვიზიტის დროს მოეწერება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა თბილისში ლიხტენშტეინის ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლოს.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას.

შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა, მათ შორის ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხრციელების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ვადუცში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველს პრინც ალოისის. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომში ხელი შეუწყონ საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ურთიერთობების განვითარებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge