png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი სივრცე, რათა სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 14:33
გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი სივრცე, რათა სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება. განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის" შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო.

ოთხპუნქტიანი რეფორმების პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების გამოცხადების დღიდან, აღწერილია 500-ზე მეტი მომსახურება და შედგენილია იმ მომსახურებების სრული ნუსხა, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან იღებს.

„ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნა ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც, ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ  ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პროგრამა მუშაობს და არაერთი მიმართულებით, უკვე დადებულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.

„ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო და ხორციელდება; განათლების რეფორმის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები. სანდრო ჯეჯელავას, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ჩართულია ყველა უწყება, პირველ რიგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე, ძალიან ბევრი პროექტი უკვე გამოცხადდა ერთიან პაკეტად. მომავალი წლიდან, ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობითი რეფორმის მიმართულებით.

პრემიერმა ისაუბრა ინვესტორთა საბჭოზე, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმაზე, სადაც იხილება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა, რათა, კერძო სექტორისთვის ნებისმიერი სიურპრიზი თავიდან იქნას აცილებული.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებულ, ახალ ფორმატს გულისხმობს.

„უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ამ პროექტზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩართულობის გაზრდის კუთხით. ოთხპუნქტიანი პროგრამა მუშაობს, ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კიდევ უფრო ამბიციური ნაბიჯებია დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ პროგრამის მეშვეობით, განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება და მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ეკონომიკური განვითარების არაერთი მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge