png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 16:50
უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება

23 ივნისის  სხდომაზე  საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია,“ რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით  შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებთამ კომენტარი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:

„ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი.  ამ წუთის მდგომარეობით, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება ბიზნესის წარმომდგენლებისთვის. ასევე მიმდინარეობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება. მინდა ავღნიშნო, რომ  ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება ესტონეთის მთავრობა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის პროექტის მომზადება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაიწყო.   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბიზნეს სექტორისთვის გაწეული ყველა მომსახურების აღწერა და ანალიზი. ამის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, რომელიც განკუთვნილია ბიზნესსექტორის მომსახურებისთვის. შესაბამისად, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის ფარგლებში,  ყველა ეს სერვისი მოექცევა ერთ სივრცეში - ერთ შენობაში და ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიზნესსექტორს  მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს ხელს  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ბიზნესსექტორს აწვდის რაიმე სახის სერვისსა და მომსახურებას.

გარდა სერვისებისა, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე გახდება სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის, მათ შორის პოტენციური ინვესტორების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილიც.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფისა და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ  საქართველოში ყველა წინაპირობა არსებობს მაღალი ხარისხის (“state of art”) ელექტრონული სერვისების შექმნისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სწრაფი, პროცესისის ინიცირებისთვის ბიზნესის წარმომადგენელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს მინიმალური, ხოლო სერვისები მუშაობდეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

„ასევე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ (Only Once ), რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, საბოლოო ჯამში,  ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთის შიგნით მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა  „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly by Default), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ერთიან სივრცეში მოქცეული სერვისების წარმატებით ფუნქციონირებისთვის მოძიებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, აშენდება შენობა,  შეიქმნება ვებ-პორტალი და ყველა პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა მარტივად და სწრაფად მიიღოს სახელმწიფოსგან მისთვის საჭირო ყველა მომსახურება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge