png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დღეს „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

  • კულტურა
  • 24.06.2016
  • 10:05
დღეს „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

24 ივნისს, 16:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზებს გადასცემენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი ჰელენა სანჩო.

კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი დაჯილდოვდება პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარონ საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს აღნიშნავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები. კონკურსის მონაწილეებმა ახლებურად გაიაზრეს ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.

საკონკურსო თემებზე - „ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში“, „პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“, „ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე“ და “ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ - 34 ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც ორი სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და რუსთველოლოგთა საზოგადოების ერთობლივმა ჟიურიმ შეაფასა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის ხედვა კონტექსტში, ანალიზი და არგუმენტირება და წერის კულტურა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge